Monday 30 July 2012

შერეული...

Posted by nuci at 07:26 0 comments

1             სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად რაც ამ ქვეყნად ხდება,რაც ჩემს გარშემო ხდება,ალბათ ეს ყველაფერი იმიტომ არ მომწონს რომ მე სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობ,შესაძლოა ყველაფერს მე ვართულებ,ან იქნებ ყველაფერი მართლა რთულადაა,ამ რეალობაში ყოფნა არ მინდა,მინდა რამდენიმე საუკუნით ადრე ვცხოვრობდე,ამდენი სიბინძურე ხომ არ იქნებოდა ჩემს გარშემო.არ მინდა სენტიმენტალური წერილების წერა,წუწუნი და ა.შ,ვხვდები,რომ ეს ყველას შეუძლია,მაგრამ ეს უნდა ვთქვა,იმდენად ბევრს ვფიქრობ სხვა ადამიანების კარგ თვისებებზე,მე თავი უკიდურეს ადამიანად მიმაჩნია და არასრულფასოვნების შეგრძნება მიჩნდება,ალბათ თუ ვინმე წაიკითხავს ამას გაეცინება,თავიდან ვთქვი ჩემს გარშემო ბევრი სიბინძურეათქო,მერე კი ადამიანების კარგ თვისებეზე ავლაპარაკდი,ეს მე თვითონაც არ მესმის,ჩემი აზრები ყოველთვის უპირისპირდება ერთმანეთს,აზრები,დამოკიდებულება და ხასიათი ისეთივე ცვალებადი მაქ,როგორიც მარტია,მე ხომ მარტის თვეში ვარ დაბადებული,ამიტომ ხშირად ვერ ვაყალიბებ საკუთარ აზრს,არასოდეს არ ვარ ჩემ თავში დარწმუნებული,თუმცა შევხვდები თუ არა ჩემნაირ ადამიანს,მორალის კითხვას ვიწყებ,ალბატ გამოცდილება მალაპარაკებს,ამ ყველაფრის მერე მივედი დასკვნამდე,გიჟმა გიჟს შეიზძლება ჭკუა დაარიგოს J

2           სასწავლებლიდან რომ მოვდივარ ხოლმე არასოდეს ვიყურები ფანჯრიდან,ერთი   სული მაქვს როდის მივალ წერეთლის გაჩერებამდე და სხვა არაფერზე არ ვფიქრობ,გუშინ სამარშუტო ტაქსით წამოვედი,შედარებით კარგ ხასიათზე ვიყავი და ფანჯრიდანაც გავიხედე,ვცდილობდი მეხსიერებაში აღმედგინა ის შენობები და ქუჩები,რომლებსაც ვხედავდი და დამეუფლა შიში,რა მოხდება რომ ერთ დღეს დავიკარგო,მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვიყავი სწორი მარშუტით მივდიოდი,წარმოვიდგინე რომ დავიკარგე,ტრანსპორტიდან ჩამოვედი და ირგლივ არავინ და არაფერია,არვიცი რა ვქნა,სად წავიდე,გული ამიჩქარდა,ცხელა,უცებ ხმაური გავიგონე,თითქოს კარი მოაჯახუნეს,ვიყურები მაგრამ არავინაა,მინდა ვიყვირო და ხმას ვერ ვიღებ,ვხედავ წითელ შუქს,მერე მწვანეს და პოლიციის შენობას,მოვიხედე და ჩემს გვერდით ვიღაც მელოტი კაცი ზის და ქოშინით სუნთქავს,წინ კი მძღოლის ცხიმიანი თმა ჩანს,არასასიამოვნო და ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო სუნი დგას,,იმიტომ რომ ჩემთან ერთად ხალხია,იმიტომ რომ ვგძნობ ჩემს გარშემო სიცოცხლეა,უკვე არაფრად მიმაჩნია საბურავების ჭრიალი,გაუთავებელი ყაყანი და საშინელი სუნი,რომელიც მთელი დღის მანძილზე იბუდებს პატარა ,,ჟეშტის ყუთში,, სადაც ჩვენი კომფორტისათვის ,,სავარძლები,, დაუდგამთ, ვინ იცის რამდენჯერ მიოცნებია ამ ცხოვრებიდან გავმქრალიყავი,მაგრამ როდესაც რეალურად ვიგრძენი ეს ყველაფერი,მივხდვი რომ ამაზე საშინელება არაფერია.

ბედნიერი ვარ როცა..

Posted by nuci at 06:57 0 comments

     ჯერ დილაა,მზის სხივებმა ახლა აუშვეს აფრები J რატომღაც დღეს კარგ განწყობაზე გავიგვიძე,რაღაცა კარგის მოლოდინშიჩვეულებრივ ცოტა ვაგვიანებ ხოლმე,არა მაღაზიის გაგებას არა,გაღვიძებას მაგრამ დღეს ენერგიულად და ხალისიანად საკმაოდ ადრე გამეღვიძა,ახლა ჩემს ცხოვერებაში მომხდარი პატარა სიახლეების შესახებ  მოვყვები J
   როგორც უკვე ვთქვი დილაა,დილის სუსხი მაინც აღწევს კანში და დანასავით მსერავს,მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გარეთ ვარ,მე კი მაღაზიაში ვზივარ და სხვისი თალით რომ შემოვხედო ჩემ თავს ალბათ უაზროდ ვუპარტყუბენ კლავიატურას J მაგრამ ეს არ მადარდებს,ვცდილობ სხვის აზრს ნაკლები ყურადღება მივაქციო,ყველაზე მთავარზე გადავალ,მე ვმუშაობ,ალბათ ეს ცხოვრებაში მესამე და ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია J სკოლა,სასწავლებელი,სამსახური,ოჯახი,მაგრამ ჯერ ოჯახამდე ადრეა...მინდა დიდი ხნით დავყოვნდე ცხოვრების მესამე და მეორე კიბეზე...იმედია ეს ესკალატორი არ დაიწყებს ჩქარი ტემპით სვლას და არ მომიწევს გათხოვილი ქალის სტატუსის ტარება J(თუმცა რაგაც ვიგრძენი როდესაც ორი დღის წინ 8 ლარიანი ეგრეთწოდებული ,,კალიცო,, გავიკეთე ართითზე,თითქოს მომინდა ის დღე მალე დამდგარიყო როდესაც ამ რკინის ოვალს ნამდვილი ,,ბაჯაგლო,, შეცვლიდა J ) ამ ჩანაწერს სუჯერლ სხვა სათაური აქ და მე სულ სხვა კუთხით მიმყავს მონოლოგი,ამიტომ დავუბრუნდები თავდაპირველ თემას ,,ბედნიერებას,, სასწავლებელში ჩემმა ჯგუფელმა მკითხა ერთხელ: ,,ნუცი როდის ხარ ნედნიერი?აი მე მაშინაც ბედნიერი ვარ როდესაც ვიცი რომ ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი კარგადაა,მე კი ვზივარ აივანზე,ვსვავ ცხელ ჩაის ან ყავას და ვუყურებ წყნარ გოთუას ქუჩას და მტკვრის ხმაურიან დინებას,,პასუხიც და კითხვაც იმდენად მომეწონა რომ მეც დავიწყე ამაზე ფიქრი,გამოდის რომ ბენიერების მინიჭება უბრალოდ,ელემენტარულ რამესაც შეძლია,მაგრამ ჩვენ,ხალხი ამას იშვიათად თუ ვუფიქრდებით,ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ,დიახ უზომოდ,იმიტომ რომ როგორც ნინიკომ თქვა(ჩემმა ჯგუფელმა),ვიცი რომ ჩემი ოჯახის წევრები კარგად არიან,მყავს დედა,მამა,ძმა,ბებოები და ბაბუა,ნათესავები რომლებსაც ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავენ,ვსწავლობ იურიდულ ფაკულტეტზე,რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი,ვცხოვრობ დამოუკიდებლად,თბილისში,წერეთელზე,უბანში რომელიც ძალიან მიყვარს,ვარ ყველანაირად უზრუნველყოფილი და ახლა უკვე მაქვს საკუთარი შემოსავალი,განა ბედნიერებისთვის კიდევ რამეა საჭირო?ბედნიერი ვარ როდესაც ვუყურებ საყვარელი ბავშვის სახეებს რომლებიც მაღაზიაში შემოდიან და ხურდაში რაც მათ აჩუქეს სასურველი ნივთი თუ სასუსნავი მოსდით,ბედნიერი ვარ როცა დილით გაღვიძებული ვხვდები რომ ჩემი სამქე მაქ და ახლა უკვე ,,დასაქმებული ქალი,, J ვარ,ბედნიერი ვარ როდესაც მე და ნესტანი(მაგაზიის მეპატრონის გოგო,ჩემზე ორი წლით დიდია) ცხელ ყავას ვსვავთ და გვინდა ცოტა ხნით მაინც მოგვცეს ხალხის ნაკადნა რომელიც არცისე დიდია,შესვენების საშუალება J ბენდიერი ვარ როდესაც საღამოს იატაკებს ვწმენდთ და ვალაგებს ყველაზე მაგარ და საყვარელ მაგაზიას მსოფლიოში J ერთი სიტყვით ჩემი დეპრესია თითქოს სადღაც გაქრა,დეპრესია რომელიც ძალიან ხშირად  იჩენდა ხოლმე თავს,თითქოს აგარც ის მადარდებს რომ ლაშამ მეორედ მომეტყუა,თითქოს პატარა მტირალა გოგო ბედნიერ ქალად(ქალობამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია J ) ვიქეცი.
     მადლობა,მადლობა ღმერთო რომ ცხოვრება სხვა თვალითაც დამანახე
P.S ბედნიერებას არა აქვს იმდენი დრო რომ ყველასთვის მოიცალოს,ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ ის მოვძებნოთ,თავი შევახსენოთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება,ცხოვრება მშვენიერია და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ,შინაგანად მაინც,რომ ჩვენი უარყოფითი აურითა და ცუდი ხასიათით ისედაც ცოდვებით დამძიმებული დედამიწა უფრო მეტად არ დავამძიმოთ J
N.ABIASHVILI

siyvaruli

Posted by nuci at 06:52 0 comments

შეიძლება ასე არ უნდა ვიყო მაგრამ არ მიყვარს ხმაურიანი ცხოვრება,ჩემთვის წყნარად ჯდომა და ფიქრი მირჩევნია,ცხოვრება ისეთი სწრაფია რომ მხოლოდ სიკვდილის წინ გვეძლევა მოკვდავებს ჩვენს განვლილ გზაზე დაფიქრების შანსს,მანამდე ამას ვერ ვაცნობიერებთ,მე მაგალითად არასოდეს მიფიქრია სიყვარულზე,არა კი მიფიქრია მაგრამ არასოდეს მიპასუხია კითხვისთვის ,,რა არის სიყვარული?,,ჩემი აზრით იმ ადამიანს ვისაც მთელი გრძნობით უყვარს–თავისუფალია,იმიტომაა თავისუფალი რომ მას ფრთები აქვს,ფრთები იმიტომ აქვს რომ ,,სიყვარული აღგვამაღლებსო,, ნათქვამია,ძალიან ძნელია როდესაც ვიღაცა ამ ფრთებს გაჭრის,წესით შეყვარებულმა არასოდეს არ უნდა მიაყენოს ტკივილი შეყვარებულს,ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია გრძნობებზე,რომელსაც განიცდის და ამაში სხვისი დადანაშაულების უფლება არ აქვს,მართალი ყოფილა გაბრიელ გარსია მარკესი რომ ამბობდა :,,ფრთხილად უნდა იყო როდესაც ხელის გულზე გატარებენ,რადგან თითებს შორის უფსკრულებიაო,,ამაზე მაშინ რთულია ფიქრი როდესაც გრძნობ რომ შესაძლოა ვიღაცისთვის ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ შენი მეორე ნახევარისთვის მთელი სამყარო,განა მაშინ უადგილო არაა უფსკრულებზე ფიქრი?ან იქნებენ ესეც მოჩვენებითია,ადამიანი ხომ ადვილად იჯერებს იმას,რაც მისთვის სასურველია,მხოლოდ  სტენდალის სიტყვებით შეიძლება ამასი დარწმუნება,ის ამბობს:,,როცა ქალი პირველად ნებდება,ფიქრობს რომ კაცს მისცა მთელი სამყარო,მამაკაცს კი ქგონია რომ მიიღო სათამაშო,ქალი ფიქრობს რომ მისცა მარადისობა,მამაკაცს კი ჰგონია რომ მიიღო წუთი..,,მართალია რომ ქალებს მოკლე ჭკუა აქვთ,ამიტომაც ურჩიეს ვარსქენს შუშანიკთან ლმობიერად მოქცევა,,ქალის ბუნება იწრო არს,,_ამბობს ვეზირი,მართალია,ქალი გულგრილია მის მიმართ ვისაც უყვარს,და უყვარს ის ვინც მის მიმართაა გულგრილი,ქალები მუდამ ყურადღებას ითხოვენ მაგრამ თუ მათ გულის მოგება უნდათ კაცებს დიდი ყურადრება არ უნდა მიაქციონ,სიყვარული ომს გავს,მისი დაწყება ადვილია,დამთავრება ძნელი,დავიწყება კი შეუძლებელი,ამ ომში ვერავინ ვერავის ვერ დაკარგავ,რადგან არავინ არავის არ ეკუთვნის,შექსპირის სიტყვებს ვეყრდნობით ქალები:,,ადამიანი ფრესკა არ არის,რომ ერთ სიბრტყეში უყურო,ადამიანს ისევე როგორც ქანდაკებას,ყველა მხრიდან უნდა შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო,საიდანაც ყველაზე ლამაზად იყურება,, აი ესაა ჩვენი სისუტეც,არ ვუყურებთ კაცების ცუდ მხარეს და სიყვარულით დაბრმავებულები მხოლოდ მათ ლამაზ ხედს ვხედავთ,მამაკაცები კი ჩვენში ხან ვიღაც ამორძალს და ხანაც უბრალოდ დამლაგებელს,მოსამსახურეს ხედავენ.
მე არასოდეს არ მტკენს გულს სხვისი ბედნიერება,მაგრამ ისევ შექსპირის სიტყვებს მოვიშველიებ:,,რა ძნელი ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა,როცა საკუთარი არ გაგაჩნია,, მაგრამ არა უშავს ,,თუ გიყვარს,თუ ლოცულობ და თუ იტანჯები დიდი ადამიანი ხარ,, ( შექსპირი )
თემიდან გადახვევა გამომივიდა,ასე რომ ჯობია დავუბრუნდე იქ საიდანაც დავიწყე, ,,რა არის სიყვარული?,, ამას შევეცდები ცნობილი გამონათქვამების გარეშე,გულიდან წამოსული სიტყვებით ვუპასუხო,სიყვარული არის ნეკნის ტკივილი,იმ ნეკნისა რომელიც სხვისგან ისესხე და ახლა დროა შენი სითბოთი,სიყვარულით,ერთგულებით და გვერდში დგომით მევალეს დაუბრუნო,როდესაც ირგვლივ ყველაფერი ვარდისფერი კი არ არის,არამდენ ჭრელი,როდესაც ხვდები ცხოვრების სირთულეებს და მიუხედავად ყველაფრისა თანახმა ხარ მის გვერდით იყო,როდესაც დილით გაგვიძებულს მისი თვალების დანახვის სანაცვლოდ შეგიძლია სიცოცხლე დათმო,როდესაც მისი სუნთქვის მოსმენა და შეგრძნება იმისა რომ შენი სიყვარულით გული აჩქარებით უცემს ცხოვრების წლებს გიხანგრძლივებს,როდესაც თქვენ ერთნი ხართ..აი ესაა სიყვარული...ახლა არ დავიწყები ახსნას იმისა რომ არსებობს დედაშვილური,დაძმური და ა.შ სიყვარული...ამაზე კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება,ეს კიდევ სხვა თემაა.

N.abiashvili

Wednesday 25 July 2012

მოხუცი მეზობლის ნახვით გამოწვეული ფიქრები

Posted by nuci at 06:43 0 comments

JeT'aime Copyright © 2012 Design by Antonia Sundrani Vinte e poucos