Monday, 30 July 2012

ბედნიერი ვარ როცა..

Posted by nuci at 06:57

     ჯერ დილაა,მზის სხივებმა ახლა აუშვეს აფრები J რატომღაც დღეს კარგ განწყობაზე გავიგვიძე,რაღაცა კარგის მოლოდინშიჩვეულებრივ ცოტა ვაგვიანებ ხოლმე,არა მაღაზიის გაგებას არა,გაღვიძებას მაგრამ დღეს ენერგიულად და ხალისიანად საკმაოდ ადრე გამეღვიძა,ახლა ჩემს ცხოვერებაში მომხდარი პატარა სიახლეების შესახებ  მოვყვები J
   როგორც უკვე ვთქვი დილაა,დილის სუსხი მაინც აღწევს კანში და დანასავით მსერავს,მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გარეთ ვარ,მე კი მაღაზიაში ვზივარ და სხვისი თალით რომ შემოვხედო ჩემ თავს ალბათ უაზროდ ვუპარტყუბენ კლავიატურას J მაგრამ ეს არ მადარდებს,ვცდილობ სხვის აზრს ნაკლები ყურადღება მივაქციო,ყველაზე მთავარზე გადავალ,მე ვმუშაობ,ალბათ ეს ცხოვრებაში მესამე და ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია J სკოლა,სასწავლებელი,სამსახური,ოჯახი,მაგრამ ჯერ ოჯახამდე ადრეა...მინდა დიდი ხნით დავყოვნდე ცხოვრების მესამე და მეორე კიბეზე...იმედია ეს ესკალატორი არ დაიწყებს ჩქარი ტემპით სვლას და არ მომიწევს გათხოვილი ქალის სტატუსის ტარება J(თუმცა რაგაც ვიგრძენი როდესაც ორი დღის წინ 8 ლარიანი ეგრეთწოდებული ,,კალიცო,, გავიკეთე ართითზე,თითქოს მომინდა ის დღე მალე დამდგარიყო როდესაც ამ რკინის ოვალს ნამდვილი ,,ბაჯაგლო,, შეცვლიდა J ) ამ ჩანაწერს სუჯერლ სხვა სათაური აქ და მე სულ სხვა კუთხით მიმყავს მონოლოგი,ამიტომ დავუბრუნდები თავდაპირველ თემას ,,ბედნიერებას,, სასწავლებელში ჩემმა ჯგუფელმა მკითხა ერთხელ: ,,ნუცი როდის ხარ ნედნიერი?აი მე მაშინაც ბედნიერი ვარ როდესაც ვიცი რომ ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი კარგადაა,მე კი ვზივარ აივანზე,ვსვავ ცხელ ჩაის ან ყავას და ვუყურებ წყნარ გოთუას ქუჩას და მტკვრის ხმაურიან დინებას,,პასუხიც და კითხვაც იმდენად მომეწონა რომ მეც დავიწყე ამაზე ფიქრი,გამოდის რომ ბენიერების მინიჭება უბრალოდ,ელემენტარულ რამესაც შეძლია,მაგრამ ჩვენ,ხალხი ამას იშვიათად თუ ვუფიქრდებით,ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ,დიახ უზომოდ,იმიტომ რომ როგორც ნინიკომ თქვა(ჩემმა ჯგუფელმა),ვიცი რომ ჩემი ოჯახის წევრები კარგად არიან,მყავს დედა,მამა,ძმა,ბებოები და ბაბუა,ნათესავები რომლებსაც ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავენ,ვსწავლობ იურიდულ ფაკულტეტზე,რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი,ვცხოვრობ დამოუკიდებლად,თბილისში,წერეთელზე,უბანში რომელიც ძალიან მიყვარს,ვარ ყველანაირად უზრუნველყოფილი და ახლა უკვე მაქვს საკუთარი შემოსავალი,განა ბედნიერებისთვის კიდევ რამეა საჭირო?ბედნიერი ვარ როდესაც ვუყურებ საყვარელი ბავშვის სახეებს რომლებიც მაღაზიაში შემოდიან და ხურდაში რაც მათ აჩუქეს სასურველი ნივთი თუ სასუსნავი მოსდით,ბედნიერი ვარ როცა დილით გაღვიძებული ვხვდები რომ ჩემი სამქე მაქ და ახლა უკვე ,,დასაქმებული ქალი,, J ვარ,ბედნიერი ვარ როდესაც მე და ნესტანი(მაგაზიის მეპატრონის გოგო,ჩემზე ორი წლით დიდია) ცხელ ყავას ვსვავთ და გვინდა ცოტა ხნით მაინც მოგვცეს ხალხის ნაკადნა რომელიც არცისე დიდია,შესვენების საშუალება J ბენდიერი ვარ როდესაც საღამოს იატაკებს ვწმენდთ და ვალაგებს ყველაზე მაგარ და საყვარელ მაგაზიას მსოფლიოში J ერთი სიტყვით ჩემი დეპრესია თითქოს სადღაც გაქრა,დეპრესია რომელიც ძალიან ხშირად  იჩენდა ხოლმე თავს,თითქოს აგარც ის მადარდებს რომ ლაშამ მეორედ მომეტყუა,თითქოს პატარა მტირალა გოგო ბედნიერ ქალად(ქალობამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია J ) ვიქეცი.
     მადლობა,მადლობა ღმერთო რომ ცხოვრება სხვა თვალითაც დამანახე
P.S ბედნიერებას არა აქვს იმდენი დრო რომ ყველასთვის მოიცალოს,ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ ის მოვძებნოთ,თავი შევახსენოთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება,ცხოვრება მშვენიერია და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ,შინაგანად მაინც,რომ ჩვენი უარყოფითი აურითა და ცუდი ხასიათით ისედაც ცოდვებით დამძიმებული დედამიწა უფრო მეტად არ დავამძიმოთ J
N.ABIASHVILI

0 comments:

Post a Comment

 

JeT'aime Copyright © 2012 Design by Antonia Sundrani Vinte e poucos